ინგლისური გამოცემის “დეილი სტარის” ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედი” პირველ რიგში მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელი მცველის მირანდას დამატებას შეეცდება. “წითლებს” 30 წლის ბრაზილიელი მცველის ტრანსფერისთვის უკვე გამზადებული აქვთ 25 მილიონი ევრო.
“იუნაიტედი” მიმდინარე სეზონს არადამაჯერებლად ატარებს და განსაკუთრებით უკანა ხაზში აქვს პრობლემები.
მირანდა “ატლეტიკოში” 2011 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან “ლა ლიგაში” 10 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.