ფეხბურთი

2:10 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო

ესპანეთის ლა ლიგაში გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ „სოსიედადს“ უმასპინძლა. რონალდ კუმანის გუნდს ჩემპიონატის თანალიდერთან დაპირისპირებით იდეალური შანსი მიეცა, რომ ჩამორჩენა შეემცირებინა და გამოიყენა კიდეც.

„ბლაუგრანასთვის“ თამაში კარგად არ დაწყებულა, ტაიმის შუაწელს ვილიან ჟოზემ ბასკები წინ გაიყვანა. თუმცა, კატალონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ და პირველივე ტაიმში წინ გასვლა შეძლეს.

31-ე წუთზე ჟორდი ალბამ გაათანაბრა, ხოლო ტაიმის ბოლოს ფრენკი დე იონგმა გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე ნახევარში მცდელობის მიუხედავად, არაფერი შეცვლილა - 2:1.

შედეგად, „ბარსელონამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და 20 ქულით მეხუთე ადგილამდე აღზევდა. თუმცა, მადრიდის „ატლეტიკოს“ 6 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, რაც „ბარსას“ მდგომარეობას ართულებს.

„ბარსელონა“ – „სოსიედადი“ 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (27), 1:1 ალბა (31), 2:1 დე იონგი (43)

0.11564