ფეხბურთი

0:32 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" რიგებში ესპანეთის თასზე გოლი გაიტანა (+VIDEO)

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ვალენსიელები სამეფო თასის 1/64 ფინალში სტუმრად „მურსიას“ გაეჯიბრნენ და 5:0 გაანადგურეს, ხოლო 21 წლის ქართველმა თავი გამოიჩინა.

ქოჩორაშვილი თამაშში 69-ე წუთზე სერხიო ლეონის ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მეოთხე გოლი კი გიორგიმ გაიტანა, 86-ე წუთზე თანაგუნდელთან შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ დალაშქრა მეტოქის კარი. დარჩენილ დროში სტუმრებმა მეხუთეც გაიტანეს და 5:0 მოიგეს.

გიორგი ქოჩორაშვილს გასულ სეზონში ლა ლიგაში დებიუტიც ჰქონდა („ბილბაოსთან“), ისე კი, როგორც წესი, ჯერჯერობით სისტემატურად მხოლოდ მეორე გუნდში ათამაშებენ.

0.112943