ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" მცველმა ერიკ გარსიამ შესაძლოა კარიერა "ლივერპულში" გააგრძელოს. როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება, "მერსისაიდელები" შეეცდებიან "ბარსელონას" კონკურენცია გაუწიონ და ფეხბურთელი გადაიბირონ.
ესპანური გამოცემეი გარსიას "ბლაუგრანას" უკავშირებენ და ფეხბურთელსაც აქვს სურვილი მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს, თუმცა ინგლისის მოქმედი ჩემპიონი შეეცდება დაცვის ხაზი გააძლიეროს და ერიკს სასურველი კონტრაქტი შესთავაზოს. ჯერჯერობით უცნობია შეთავაზებების საფუძველზე აპირებენ "წითლები" ერიკის ტრანსფერის განხორციელებას.
გარსიას "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლის ივნისში უმთავრდება და თავსუფალი აგენტი გახდება. ესპანელმა კლუბის შემოთავაზებებზე უარი თქვა და გუნდის დატოვება სურს. "ქალაქელთა" პირველი გუნდის მაისურით ესპანელმა 30 შეხვედრა ჩაატარა და იშვიათად უწევს ხოლმე თამაში.