ფეხბურთი

22:23 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუ წელიწადში ექვს მილიონს ევროს ითხოვს

თურქეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ჰაქან ჩალჰანოღლუს აგენტმა გორდონ სტრიპიჩმა "მილანის" ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება გამართა. აღნიშნული ინფორმაცია Calciomercato.com-მა გაავრცელა.

26 წლის თურქ ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და წელიწადში 3.5 მილიონ ევროს იღებს. ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, ჰაქანს გასამრჯელოს სახით წელიწადში ექვს მილიონი ევრო სურს. ჯერჯერობით უცნობია მილანელთა პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.

ჩალჰანოღლუ "როსონერის" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ჩატარებულ 146 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში თურქმა 17 მატჩში თავი ხუთ-ხუთი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.113568