ფეხბურთი

19:58 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ვრეი "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მცველი სტეფან დე ვრეი მილანი "ინტერთან" კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს და "ნერაძურის" ღირსებას 2025 წლის ივლისამდე დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია FC Inter News ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოთავაზებაზე უარი თქვა და მილანში დარჩენა გადაწყვიტა. დე ვრეი "ინტერის" მაისურით 2018 წლიდან თამაშობს, როდესაც "ლაციოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა.

ნიდერლანდელმა მილანური გრანდის მაისურით 97 მატჩი ჩაატარა და თავი 6-6 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ეროვნული ნაკრების მაისურით დე ვრეი 2012 წლიდან ირჯება და 37 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109554