ფეხბურთი

17:14 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიერლუიჯი კოლინა ყველა დროის საუკეთესო არბიტრად დასახელდა

France Football-მა ყველა დროის გუნდის დასახელების შემდეგ, ისტორიაში საუკეთესო მსაჯიც დაასახელა. ფრანგული გამოცემის ვერსიით, ფეხბურთში საუკეთესო არბიტრი პიერლუიჯი კოლინაა. იტალიელმა კონკურენტებს დამაჯერებლად აჯობა და ყველა დროის საუკეთესო მსაჯის წოდება მოიპოვა.

„როდესაც საქმე ეხება მსაჯებს, პირველი პიერლუიჯი კოლინა გვახსენდება. 1977-2005 წლებში კოლინამ ფეხბურთის ისტორია დაწერა“, - ნათქვამია France Football-ის განცხადებაში.

კოლინამ კარიერის განმავლობაში მთავარი არბიტრის რანგში 467 მატჩი იმსაჯა. კოლინა მსოფლიოს საუკეთესო მსაჯად ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისი ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, ზედიზედ ექვსჯერ - 1998, 1999, 2000, 2001, 2002 და 2003 წლებში დასახელდა. ის სერია A-ს საუკეთესო არბიტრად 7-ჯერ აღიარეს (1997, 1998, 2000, 2002, 2003, 2004, 2005). 2011 წელს კი პიერლუიჯი იტალიის ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 60 წლის პიერლუიჯი კოლინა ამჟამად ფიფას მსაჯთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

France Football-ის ვერსიით მსაჯების საუკეთესო ათეული ასეთია:

1. პიერლუიჯი კოლინა

2. კენ ესტონი

3. მიშელ ვოტრო

4. მარკუს მერკი

5. შარლ ქორვერი

6. მაიკ დინი

7. იან ფუტი

8. ალი ბენასური

9. სტეფანი ფრაპარი

10. ჰოვარდ ვები

0.117596