ფეხბურთი

15:48 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ოვერმარსი შესაძლოა "ბარსელონაში" დაბრუნდეს

ამსტერდამის „აიაქსს“ სეზონის ბოლოს სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ორიო დომენეჩმა გაავრცელა.

მან გადაცემა Onze-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ოვერმარსი მშობლიურ გუნდს 9 წლის შემდეგ დატოვებს და ახალ სამსახურს დაიწყებს.

როგორც ესპანური მედია წერს, შესაძლოა, ნიდერლანდელი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს და სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობა კატალონურ გრანდში გააგრძელოს, სადაც ის ფეხბურთელის რანგში თამაშობდა.

მარკო ოვერმარსი „ბარსელონას“ ღირსებას 2000-2004 წლებში იცავდა და ესპანეთის ჩემპიონატშ ჩატარებულ 97 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109684