ფეხბურთი

14:37 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტამ მძიმე ტრავმა მიიღო

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ მძიმე ტრავმა მიიღო. 36 წლის ნახევარმცველი ბარსელონაში დაბრუნდა, სადაც ოპერაცია გაიკეთა და Mundo Deportivo-ს ცნობით, 4 თვე იუქმებს.

„ვისელ კობეს“ ფეხბურთელმა ტრავმა აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „შანხაის“ წინააღმდეგ მიიღო, თუმცა, მომდევნო ეტაპზე „სუვონთან“ რამდენიმე წუთიც ითამაშა, დისკომფორტი იგრძნო და შესაცვლელი გახდა.

მას კუნტის მყესის გაწყვეტა დაუდგინდა და ქირურგიული ჩარევაც ამიტომ გახდა საჭირო. ინიესტა ფეხბურთის თამაშს 2021 წლის გაზფხულზე დაუბრუნდება.

0.122084