1899- ინგლისელებმა - ალფრედ ედვარდსმა და ჰერბერტ კილპინმა - საფეხბურთო კლუბი “მილანი” დააარსეს. გუნდი დააარსებიდან ორი წლის შემდეგ (1901) იტალიის ჩემპიონი გახდა. “მილანს” თავისი მდიდარი ისტორიის განმავლობაში 18 სკუდეტო აქვს მოპოვებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ტურინის “იუვენტუსს” ჩამორჩება. მილანელებმა 5-5-ჯერ მოიპოვეს იტალიის თასი და სუპერთასი. “როსონერი” (როგორც “მილანს” ხშირად უწოდებენ), თანაქალაქელ “ინტერთან” საერთო სტადიონზე, “ჯუზეპე მეაცაზე” (“სან-სირო”) თამაშობს. ეს არენა 85 ათას მაყურებელს იტევს. “მილანმა” 7-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგისა და ჩემპიონთა თასის გათამაშების ტურნირებში. მილანელებზე მეტად ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ თასს მხოლოდ მადრიდის “რეალი” ფლობს. სხვა საერთაშორისო ტურნირებიდან “მილანმა” 2-ჯერ თასების მფლობელთა თასი, 5-ჯერ ევროპის სუპერთასი და 3-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი დაისაკუთრა. “მილანს” აგრეთვე მოგებული აქვს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2007). 2001-2010 წლებში ამ იტალიური კლუბის ღირსებას, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველიკახა კალაძე იცავდა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1899- ინგლისელებმა - ალფრედ ედვარდსმა და ჰერბერტ კილპინმა - საფეხბურთო კლუბი “მილანი” დააარსეს. გუნდი დააარსებიდან ორი წლის შემდეგ (1901) იტალიის ჩემპიონი გახდა. “მილანს” თავისი მდიდარი ისტორიის განმავლობაში 18 სკუდეტო აქვს მოპოვებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ტურინის “იუვენტუსს” ჩამორჩება. მილანელებმა 5-5-ჯერ მოიპოვეს იტალიის თასი და სუპერთასი. “როსონერი” (როგორც “მილანს” ხშირად უწოდებენ), თანაქალაქელ “ინტერთან” საერთო სტადიონზე, “ჯუზეპე მეაცაზე” (“სან-სირო”) თამაშობს. ეს არენა 85 ათას მაყურებელს იტევს. “მილანმა” 7-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგისა და ჩემპიონთა თასის გათამაშების ტურნირებში. მილანელებზე მეტად ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ თასს მხოლოდ მადრიდის “რეალი” ფლობს. სხვა საერთაშორისო ტურნირებიდან “მილანმა” 2-ჯერ თასების მფლობელთა თასი, 5-ჯერ ევროპის სუპერთასი და 3-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი დაისაკუთრა. “მილანს” აგრეთვე მოგებული აქვს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2007). 2001-2010 წლებში ამ იტალიური კლუბის ღირსებას, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველიკახა კალაძე იცავდა.
1918- სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივე ჯეკ დემპსიმ კარლ მორისი ნოკაუტით 14 წამში დაამარცხა.
1929- “ჩიკაგო სთედიუმზე” ამერიკულ ფეხბურთში პირველი მატჩი ჩატარდა. ეროვნული ლიგის შეხვედრაში, “ჩიკაგო ბლექჰოუკსმა” “პიტსბურგ პირეიტსი” 3:1 დაამარცხა.
1934- ინგლისის საფეხბურთო ლიგების 44 მატჩში, სარეკორდო რაოდენობის გოლი (199) გავიდა. იმ დღეს, პირველი დივიზიონის ასპარეზობაში ლონდონის “არსენალმა” “ლესტერ სიტის” 8:0 მოუგო, ხოლო მეორელიგელთა შორის, “ბრენტფორდმა” “ბარნლი” 8:1 დაამარცხა.
1940- ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ელ მაკოი მე-6-ე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1945- თბილისის “დინამომ” რუმინული ტურნეს პირველ მატჩში, ამქვეყნისდედაქალაქბუქარესტშიადგილობრივ ჩფრ-ს 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ბორის პაიჭაძემდავიქტორ ბერეჟნოიმგაიტანეს. “მილანი”: შუდრა, ფეხლევანიდი, სალდაძე, კიკნაძე, მ. ბერძენიშვილი, გაგუა, გ. ჯეჯელავა, ღოღობერიძე,პაიჭაძე, ბერეჟნოი, პანიუკოვი. სწორედ ამ ტურნესმსვლელობისასშეარქვეს ”დინამოელთა” კაპიტან ბორისპაიჭაძეს ”ფეხბურთის კარუზო”. გუნდის უფროსიშოთაშავგულიძე გახლდათ, მწვრთნელები კი,ჟორდანია და მინაევი იყვნენ.
1967- ლეგენდარულმა უილტ ჩემბერლენმა (იმხანად იგი “ფილადელფია სიქსერზში” თამაშობდა) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში “ჩიკაგო ბულზს” 68 ქულა ჩაუგდო.
1979- დევისის თასის გათამაშების 68-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა, იტალიის ნაკრებს 5:0 მოუგო. მატჩი სან-ფრანსისკოში ჩატარდა.
2006- არგენტინული საფეხბურთო კლუბის, “ბოკა ხუნიორსის” მთავარ მწვრთნელად, მიგელ ანხელ რუსო დაინიშნა.
2007- იტალიურმა “მილანმა”, რომლის ღირსებას საქართველოსფეხბურთელთაეროვნულინაკრებისმცველი, კახა კალაძე იცავდა, იოკოჰამაში გამართული მსოფლიოსსაკლუბოჩემპიონატისფინალურ მატჩში,არგენტინული “ბოკა ხუნიორსი” დაამარცხა (4:2) და საპატიოტიტულსდაეუფლა. ამშეხვედრაში ფილიპოინძაგიმ დუბლი შეასრულა, ხოლო კაკამ და ალესანდრონესტამ თითოგოლიგაიტანეს.სამხრეთამერიკელთაგან როდრიგო პალასიომ გამოიჩინა თავი, მატჩისმიწურულს კი, მასიმოამბროზინიმსაკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ამ შეხვედრაში კახა კალაძესასტარტოშემადგენლობაშითამაშობდა, თუმცა77-ე წუთზე, მან წითელი ბარათი მიიღო და მოედანიდატოვა.
2012- 20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ზედიზედ მე-2 10-ათასიანი ტურნირი მოიგო.
ამ დღეს დაიბადნენ
1923- ვიქტორ შუვალოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1954 და 1956 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა, ხოლო ევროპის პირველობებზე 3-ჯერ გაიმარჯვა (1954-56).
1926- რევაზ მახარაძე. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. 1953 წელს საკავშიროპირველობისვერცხლის, 1950-ში კი ბრინჯაოს მედლების მფლობელი. სსრკ-ის პირველ (უმაღლეს) ლიგაშიჩაატარა 149 მატჩი,გაიტანა 49 გოლი.
1934- ელჯინ ბეილორი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი. 1958 წლიდან გამოდიოდა “მინეაპოლის ლეიკერსში”. აღიარებულია პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფლანგის კალათბურთელად. 1959 წელს დაასახელეს NBA-ს წლის უძლიერეს მოთამაშედ. 11-ჯერ ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. 10-ჯერ შეიყვანეს NBA-ს სეზონის სიმბოლურ ხუთეულში (აქედან 7-ჯერ ზედიზედ). ელჯინ ბეილორი საშუალოდ მატჩში 27,4 ქულას აკეთებდა და 13,5 მოხსნას ახორციელებდა. ბეილორი 1977 წელს ნეისმიტის სახელობის საკალათბურთო “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1947- ვინსენტ მეთიუზი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1952- ფრანჩესკო გრაციანი. იტალიის ნაკრების, “ტორინოს”, “ფიორენტინასა” და “რომას” ცენტრფორვარდი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. 1978 წლის მუნდიალის მონაწილე (მეოთხეადგილოსანი). “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 64 მატჩი, გაიტანა 23 გოლი.
1964- ჰაიკე დრექსლერი (ქალიშვილობის გვარი დაუტე). გერმანელი მძლეოსანი. სპრინტერი და სიგრძეზე მხტომელი. ორივე დისციპლინაში (სიგრძეზე ხტომა და 200 მეტრზე რბენა) დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი და ერთადერთი ქალია, რომელმაც სიგრძეზე ხტომაში ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. დრექსლერმა ეს 1992 და 2000 წლების ოლიმპიადებზე მოახერხა. ჰაიკე 1983 და 1993 წლების მსოფლიოს ჩემპიონია სიგრძეზე ხტომაში, ხოლო 1987 წელს დახურულ დარბაზში 200 მეტრზე რბენაში პლანეტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჰაიკე დრექსლერმა სიგრძეზე ხტომისას 400-ჯერ გადალახა 7 მეტრიანი ბარიერი, რაც სხვა ქალ მხტომელთათვის მიუწვდომელი შედეგია.
1964- ანფისა რეზცოვა. ქალთა შორის ბიატლონში პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
1966- კლიფორდ რობინსონი. “ფინიკს სანზისა” და “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზის” ყოფილი მძიმე ფორვარდი-მეფარე (208 სმ). ამჟამად თამაშობს “გოლდენ სთეით უორიორზში”.
1967- დონოვან ბეილი. კანადელი სპრინტერი. დაიბადა იამაიკის ქალაქ მანჩესტერში. 13 წლის ასაკიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, სადაც სკოლის დასრულებამდე კალათბურთს თამაშობდა. 1991 წელს სპრინტში ვარჯიში დაიწყო, ხოლო ოფიციალურ შეჯიბრებაზე პირველად 1994 წელს გამოჩნდა. დონოვან ბეილიმ 1995 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედურ გეტებორგში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან 100 მეტრსა და ამავე დისტანციაზე ესტაფეტით რბენაში, ოქროს ორი მედალი მოიპოვა. ბეილიმ ანალოგიური მიღწევა ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადაზე გაიმეორა, როდესაც ორივე დისციპლინა მოიგო, თანაც 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9.84 წამი). მომდევნო სეზონში დონოვანმა ესტაფეტით რბენაში კვლავ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, სპრინტერულ დისტანციაზე კი, საფინალო ნიშნული მორის გრინის შემდეგ მეორემ გადაკვეთა. იმავე წლის ივნისში კანადის ქალაქ ტორონტოს “სქაიდოუმზე” დონოვან ბეილიმ მაიკლ ჯონსონთან 150 მეტრზე პაექრობისას პლანეტის ყველაზე “სწრაფი” მორბენალი გაარკვია. ბეილიმ მოწინააღმდეგეს აჯობა და საპრიზო თანხად ორი მილიონი დოლარი მიიღო. ამ გარბენის დროს ჯონსონმა კუნთი დაიზიანა და დისტანციის დასრულება ვერ მოახერხა. დონოვან ბეილი დახურულ დარბაზებში 50 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდის მფლობელია. ეს მანძილი მან 1996 წელს 5.56 წამში, აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ რინოში ჩატარებული შეჯიბრების დროს დაფარა. ბეილი 100 მეტრზე რბენაში ოლიმპიური რეკორდის მფლობელიც იყო. სპორტული კარიერა დონოვან ბეილიმ 2001 წელს დაასრულა.
1973- ზვიად ჯელაძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი. ქვეყნისეროვნულგუნდშიჩაატარა 3 მატჩი. გამოდიოდა საქართველოსა და რუსეთის ათეულზე მეტკლუბში. თბილისის “დინამოს”შემადგენლობაში მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და თასი.