ფეხბურთი

10:56 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იუსუფა მუკოკოს რეკორდი ბუნდესლიგაში

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელი იუსუფა მუკოკო ბუნდესლიგაში კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. კამერუნელი შემტევი ბრემენის „ვერდერთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ბუნდესლიგის ისტორიაში სასტარტოში ითამაშა.

მუკოკო „ვერდერთან“ მატჩისას 16 წლის და 25 დღის იყო. მან ნური შაჰინის რეკორდი გააუმჯობესა.

თურქმა ნახევარმცველმა თავის დროზე ბუნდესლიგაში ძირითად შემადგენლობაში პირველად 16 წლისა და 335 დღის ასაკში ითამაშა. რაც შეეხება მატჩს, „ყვითლებმა“ 2:1 მოიგეს და ედინ ტერზიჩს მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა.

0.125439