სხვა

14:35 | 13.11.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ტოჩინოშინი მხოლოდ იოკოძუნებს ჩამორჩება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ფუკუოკას ბაშოზე მე-4 გამარჯვება იზეიმა.

ნოემბრის სუპერტურნირის მორიგ დღეს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა შოჰოძანს გაეჯიბრა და ჰატაკიკომით სძლია.

გორგაძე მხოლოდ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და კაკურიუს ჩამორჩება, რომელთაც მარცხის გემო ჯერაც არ შეუგრძვნიათ.

პირველად წააგო ოძეკი კისენოსატომ, ოძეკი გოეიდოს 3 მოგება აქვს, ოძეკი კოტოშოგიკუ უკვე მესამედ დამარცხდა, იოკოძუნა ჰარუმაფუჯის აქტივში კი 3 გამარჯვებაა.

ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ჯოკორიუ იქნება, რომელსაც 3 მოგება აქვს. ქართველი სეკიტორი ამ უკანასკნელს ერთადერთხელ შეხვედრია და დამარცხებული ჰყავს.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მე-3 გამარჯვება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა, რომელსაც დასავლეთში მე-5 განთესვა გააჩნია, დასავლეთის მე-2 ნომერი ჩიიოო იორიკირით დაამარცხა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:58 | 06.10.2018
salazar (1835)

საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ. ამდენი მაყუთი წყალში მარტო ბარსას აქვს გადაყრილი : ))

18:19 | 06.10.2018
mjgiri (8951)

ვუდვორდი მოიყვანეს,რომელმაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ იცის

16:42 | 06.10.2018
SHEDE-CHAACHYAPUNE (108)

რა გეცქარებატ ჯერ ცემპიონშიპში იფიქრეთ მერე მაგაზე

0.061271