კალათბურთი

23:50 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 16 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე და გამარჯვება სტამბოლში

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე „იბეროსტარ ტენერიფე“ მეოთხე ტურის ეგიდით თურქეთში, „გალათასარაის“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 104:89 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული იყო და ბოლო მეოთხედამდე ესპანელთა უპირატესობა მხოლოდ ორ ქულას შეადგენდა.

თუმცა, დასკვნით პერიოდში კანარიელებმა შესანიშნავად ითამაშეს, 13 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

გიორგი შერმადინმა 24:56 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და თითო პასი/ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა.

ესპანური გუნდის რიგებში საუკეთესო სასუ სალინი იყო, რომელმაც 34 ქულა მიითვალა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილიც მან შეიტანა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 3 გამარჯვების წილ 1 მარცხი აქვს და ჯგუფში ამ დროისთვის პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე 6 იანვარს, იტალიური „დინამო სასარის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.176109