ფეხბურთი

22:45 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტამ "სანტიაგო ბერნაბეუსთან" თავისი ბილბორდი გამოფინა

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდანტმა ჟოან ლაპორტამ საარჩევნო კამპანია მოულოდნელი ნაბიჯით დაიწყო.

მან თავისი დიდი ბილბორდი მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონიდან რამდენიმე მეტრში განათავსა. „მინდა კიდევ ერთხელ შევხვდეთ“, - წერია ბილბორდზე, რომელზეც ლაპორტაა გამოსახული.

ბუნებრივია, ეს ლაპორტას მხრიდან „ბარსელონას“ მთავარი კონკურენტის, მადრიდის „რეალისადმი“ პროვოკაციული ნაბიჯია.

შეგახსენებთ, კატალონურ გრანდში საპრეზიდენტო არჩვენები 24 იანვარსაა დაგეგმილი. ლაპორტა „ბლაუგრანას“ 2003-2010 წლებში უკვე ხელმძღვანელობდა.

0.113497