ფეხბურთი

19:34 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალი" ეროვნულ ლიგას მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი აუტში წყალტუბოს „სამგურალი“ საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრა და თუ სასწაული არ მოხდა, უჩა სოსიაშვილის გუნდი ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

ყოველშემთხვევაში, „სამგურალმა“ სტურმად მეტად კომფორტული ანგარიშით მოიგო და თუ ორივე გუნდის მიერ ჩატარებულ სეზონსაც გადავხედავთ, მაშინ „ჩიხურას“ შანსი მართლაც მიზერულია.

მატჩის ბედი ბოლოსკენ გადაწყდა. 77-ე წუთზე შალვა ბურჯანაძემ გახსნა ანგარიში, ხოლო 81-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 0:2. ამრიგად, „სამგურალმა“ შინ ეს უპირატესობა არ უნდა გაანიავოს და 2002 წლის შემდეგ პირველად ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. „ჩიხურა“ კი ახლოსაა გავარდნასთან, პირველივე სეზონში მას მერე, რაც გუნდი სოსო ფრუიძემ დატოვა.

უჩა სოსიაშვილი კი ქებას იმსახურებს. მან ჯერ კიდევ 2015 წელს გორის დილა გააჩემპიონა და დამატკიცა, რომ კარგი მწვრთნელია. ახლა კი „სამგურალში“ ჩინებული გუნდი შექმნა, რომელიც არამარტო ეროვნულ ლიგაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ბრუნდება, არამედ არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თასის ფინალშიც ითამაშა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მეორე პლეი-აუტის მატჩში „ტორპედომ“ სტუმრად აგრეთვე 2:0 დაამარცხა „გაგრა“. საპასუხო შეხვედრები 18 დეკემბერსაა დაგეგმილი.

„ჩიხურა“ – „სამგურალი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბურჯანაძე (77), 0:2 კუხიანიძე (81)

0.167072