წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო და „დინამო თბილისმა“ B ჯგუფში პირველი თამაში ჩაატარა. ზუკა რურუას გუნდის მეტოქე იტალიური „ბრეშა“ იყო, რომელთანაც დამარცხდა - 9:15.
„დინამომ“ პირველი პერიოდი დიდებულად ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი თავიდანვე გაუშვა, შემდეგ მეტოქე 4-ჯერ დაამწუხრა და პირველი მეოთხედი 4:2 მოიგო. თუმცა, შემდეგ უპირატესობა მარტივად გაუშვა ხელიდან და მატჩის ბედიც ბოლო პერიოდამდე გადაწყდა.
„ბრეშამ“ მეორე და მესამე პერიოდი ჯამში 10:2 მოიგო და ცხადია, „დინამო თბილისმა“ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი იყო, რომელიც თბილისელებმა სუსტად ჩაატარეს - 1:6.
საბოლოოდ, „დინამო თბილისმა“ 9:15 წააგო და წარუმატებელი სტარტი აიღო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მეორე ტურში 16 დეკემბერს, ესპანურ „ბარსელონეტას“ გაეჯიბრება.
„დინამო თბილისი“ – „ბრეშა“ 9:15 (4:2, 1:4, 1:6, 3:3)
გოლები: 0:1 ვლახოპულოსი 0:2 ვლახოპულოსი, 1:2 ელაჩა, 2:2 ადეიშვილი, 3:2 ელაჩა, 4:2 ბითაძე, 4:3 ვლახოპულოსი, 5:3 სარიჩი, 5:4 ალესიანი, 5:5 იოკოვიჩი, 5:6 კანელა, 5:7 კანელა, 5:8 ვლახოპულოსი, 5:9 ლაზიჩი, 5:10 რენცუტო, 6:10 დუშანი, 6:11 პრეშიუტი, 6:12 ვლახოპულოსი, 7:12 ახვლედიანი, 7:13 ვლახოპულოსი, 7:14 ნიკოლაიდისი, 7:15 კანელა, 8:15 მაგრაქველიძე, 9:15 ელაჩა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია