სამხრეთ კორეის საფეხბურთო ასოციაციამ (KFA) ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად კორეის ნაკრების კაპიტანი და ინგლისური „ტოტენჰემის“ ვარსკვლავი, სონ ხინ მინი დაასახელა.
„ჩვენ ვცხოვრობთ სონის ეპოქაში და ვამაყობთ მისით“ - წერია ასოციაციის განცხადებაში.
28 წლის სონი „ტოტენჰემში“ 2015 წელს გადავიდა ლევერკუზენის „ბაიერიდან“ (მანამდე „ჰამბურგში“ თამაშობდა). დღემდე 172 მატჩი ჩაატარა „დეზების“ მაისურით და 63 გოლი გაიტანა.
ქვეყნის ნაკრებში 2010 წლიდან იწვევენ. კორეელთა მთავარი გუნდის ღირსება მან 89-ჯერ დაიცვა და 26-ჯერ გამოიჩინა თავი.