ფეხბურთი

11:23 | 15.12.2020 | ნანახია NaN - ჯერ

„ატალანტა“ იტალიის 2020 წლის საუკეთესო გუნდად დაასახელეს

ცნობილმა იტალიურმა გაზეთმა - La Gazzetta dello Sport, 2020 წლის გამორჩეული გუნდი და პერსონები დაასახელა.

საუკეთესო გუნდი ბერგამოს „ატალანტა“ გახდა, რომელმაც ჯანპიერო გასპერინის მეთაურობით სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც დრამატულად დამარცხდა „პარი სენ-ჟერმენთან“ (1:2).

წლის საუკეთესო მწვრთნელი „მილანის“ თავკაცი, სტეფანო პიოლი გახდა. ასევე მილანელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს პრიზი „ლეგენდა“ გადასცეს, „ლაციოს“ შემტევ ჩირო იმობილეს კი „წლის ადამიანის.“


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.071686