ფეხბურთი

23:49 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "პსჟ ძლიერია, მაგრამ ფინალში თამაში ჩვენც გვსურს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შეაფასა და განაცხადა, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს.

„ეს არის ძლიერი გუნდი, რომელთანაც ადრე გვითამაშია. თუმცა, ჩვენც ძლიერები ვართ და ამიტომ, წყვილი შეიძლება თანაბრად ჩაითვალოს. ბოლო წლებში პსჟ-მ დიდი ფული დახარჯა იმისთვის, რომ მოიგოს ისეთი დიდი ტურნირი, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. გასულ სეზონში ფინალში გავიდნენ და ყოველთვის უნდათ ფინალში თამაში. თუმცა, ფინალში გასვლაც „ბარსელონასაც“ სურს და ველოდებით, კარგ თანაბარ დუელს“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენს“ 16 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო 10 მარტს პარიზში ესტუმრება.

0.11679