ფეხბურთი

23:21 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანიელი: "დიბალაში მომავალ კაპიტანს ვხედავთ და მის პასუხს ველოდებით"

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, კლუბმა მას შესთავაზა კარგი პირობები კონტრაქტის განახლებისთვის და მისგან პასუხს ელოდებიან.

„შესანიშნავია იმის მოსმენა, რომ მას კლუბი უყვარს და თავს აქ კომფორტულად გრძნობს. ეს სიყვარული ორმხრივია, ჩვენ მასში მომავალ კაპიტანს ვხედავთ. ვიცი, რომ პაულომ მიიღო შეთავაზება, რომელიც მას ევროპაში მაღალანაზღაურებად მოთამაშეებში შეიყვანს. მოუთმენლად ველოდებით მის პასუხს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პასუხი მოედანზე გაგვცეს. ჩვენი მიზანია, რომ ის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში შევიდეს, ამჟამად ასე არ არის და ეს მან იცის“, - თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 2015 წლიდან მან „ბებერი ქალბატონის“ მაისურით ჩატარებულ 240 მატჩში 97 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111768