ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს და ხორვატ ბორნა ჩორიჩს ლონდონში АТР-ის პრიზები გადასცეს. 26 წლის პირენელმა “წლის პროგრესის” ნომინაციაში იმარჯვა, 17 წლის ბალკანელმა კი “მომავლის ვარსკვლავის” ჯილდო დაისაკუთრა.
ბაუტისტა-აგუტმა ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონი კლასიფიკაციაში 59-ე საფეხურზე დაიწყო, წლეულს კი თავისი პირველი ტიტული (ჰერტოგენბოშში) მოიგო, შემდეგ შტუტგარტშიც იმარჯვა, “კრემლის თასის” ფინალში გააღწია და სადღეისოდ რეიტინგში მეთხუთმეტეა. ამასთან, რობერტომ წლეულს პირველად იასპარეზა დიდი სლემის ტურნირის მეოთხე წრეში. ეს ავსტრალიის ღია პირველობაზე მოხდა.
შარშანდელი US Open-ის ჭაბუკთა შეჯიბრების ჩემპიონმა ჩორიჩმა სეზონი კლასიფიკაციაში პირველ სამასეულს მიღმა დაიწყო, წლის მიწურულს კი უკვე საუკეთესოთა ასეულშია. ბორნას ყველაზე დიდი მიღწევა ჯერჯერობით რაფა ნადალის ძლევაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეჰ,რონალდუს და მის ახალ გუნდს ახლა თავისი გაჭირვებიათ
მეთქი ახლა მაინც მოიგებს იტალიური გუნდი და ქე გაასხეს ფაღარათიანივით,იმედია მაინც გავლენ(იმედი ბოლოს კვდებაო
).ისე,მაგარი უცნაურია,ფეხბურთში იტალიას და მის გუნდებს ვქომაგობ და რაგბში რუსების შემდეგ ყველაზე მეტად მაგათ არ ვქომაგობ 