ფეხბურთი

14:49 | 14.12.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ჟერარ ულიე გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე გარდაიცვალა. „ლივერპულის“ ყოფილ მწვრთნელს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც სახლში დაბრუნდა, მაგრამ ვერ გამოჯანრმთელდა და პარიზში, საკუთარ სახლში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჟერარ ულიეს თავის დროზე „ლანსში“, პსჟ-ში, საფრანგეთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში, „ლივერპულსა“ და „ლიონში“ უმუშავია, ხოლო ბოლოს 2010-2011 წლების სეზონში „ასტონ ვილას“ ავარჯიშებდა.

2001 წლის ოქტომბერში, „ლიდსთან“ მატჩისას ულიემ გულის შეტევა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ფეხბურთს 5 თვით ჩამოშორდა.

ყველაზე დიდხანს ულიე „ლივერპულში“ მუშაობდა, რომელსაც 1998-2004 წლებში წვრთნიდა და „წითლებს“ უეფას თასი, ევროპის სუპერთასი, ინგლისის სუპერთასი, ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი (ორჯერ) მოაგებინა. „ლიონში“ მუშაობისას კი ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი (2006, 2007).


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:54 | 15.09.2016
paata68 (985)

ადმინ წერ გოგონები გამოვლენო და ბადეებში ქართველები არ ჩანან. რა ხდება?

03:09 | 15.09.2016
mushni (93569)

ცუდია

17:31 | 14.09.2016
BEERTRANCE (97819)

არადა გუშინ რა კარგი დღე გვქონდა.

16:39 | 14.09.2016
federer (17) (15576)

რა სტარტი გვქონდა და რა ცუდად გაგრძელდა მერე ვყელაფერი, მაგრამ 2 ოქროს მედალიც სერიოზული წარმატებაა და უკმაყოფილების საბაბაბი არ გვაქვს

0.065318