თამაშგარე

13:27 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონას ქონებაზე ტაციაობაა

ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა და მის ქონებას თვალი უკვე მრავალმა ადამიანმა დაადგა. როგორც ბრიტანული “სანი“ გვამცნობს, მარადონას ქონება ოფიციალურად 37 მილიონ ინგლისურ ფუნტი სტერლინგს შეადგენას და თანხის გარდა რამდენიმე სახლს და ძვირფასი ავტომობილების პარკს მოიცავს.

ამჟამად ოფიციალურად დიეგო მარადონას ქონებაზე პრეტენზიას 16 ადამიანი აცხადებს. მათ შორის არის ოთხი ცოლი (ორი ოფიცალური და ორი ყოფილი გულისსწორი) და 12 შვილი. შვილთაგან მხოლოდ ხუთია კანონიერი, თუმცა, ე.წ. უკანონო 7 შვილიდან, მარადონამ თავის შვილად ოთხი ადრევე აღიარა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მარადონას მრავალრიცხოვან ცოლებსა და შვილებს შორის სასამრთლო დიდი ხნის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, რომ მობურთალმა ანდერძი 8 წის წინ დაწერა. დიეგო მარადონას ანდერძში საწუხაროდ მკვეთრად და ზუსტად არაა გამიჯნული რომელ ცოლს და რომელ შვილს რას უტოვებს.

0.18509