ფეხბურთი

12:06 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიოგო ჟოტას ორი თვე გაუცდება

ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელის, დიოგო ჟოტას ტრავმა სერიოზულია. ეს ინფორმაცია იურგენ კლოპმაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, პორტუგალიელს რამდენიმე კვირა გაუცდება.

„ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა, მაგრამ უკეთესად, ვიდრე მოგვიანებით ვიფიქრეთ. ოპერაცია საჭირო არ არის. გარკვეული დრო დასჭირდება და თვენახევარ-ორ თვეს გამოტოვებს“, - აღნიშნა გერმანელმა „ფულჰემთან“ მატჩის (1:1) შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დიოგო ჟოტა „ლივერპულს“ ზაფხულში შეუერთდა და „წითლებს“ დიდებულად მოერგო - ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა. 24 წლის შემტევმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, "მიდტიულანდთან" შეხვედრაში მიიღო.

0.150667