ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ფუენლაბრადას“ უმასპინძლა და 87:71 დაამარცხა. კანარიელებმა მეტოქეს ოთხიდან სამ პერიოდში აჯობეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბურჯანაძე გახდა. ბექამ 23:34 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი (33%), 2-დან 1 სამქულიანი (50%) და 6-დან 5 საჯარიმო (83%) ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„გრან კანარია“ 3 გამარჯვებით და 10 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 19 დეკემბერს, „გიპუსკოას“ სტუმრად დაუპირისპირდება.