1979 - დაიბადა მაიკლ ჯეიმს ოუენი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1996-04), მადრიდის “რეალის” (2004-05), “ნიუკასლ იუნაიტედის” (2005-09), “მანჩესტერ იუნაიტედის” (2009-2012), „სტოკ სიტის“ ფორვარდი. ნიუკასლელებმა, 2005 წლის აგვისტოში, ოუენის ტრანსფერში 17 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, რაც “სენტ ჯეიმს პარკელთათვის” სარეკორდო თანხაა. ოუენმა 2001 წელს უეფას, ინგლისის ლიგისა და საფეხბურთო ასოციაციის თასები მოიგო, ხოლო 2002 წელს ინგლისისა და ევროპის სუპერთასებს დაეუფლა. 1998 და 1999 წლებში, 18-18 გატანილი გოლით, ოუენი ინგლისური პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პრიმერა დივიზიონის ვიცე-ჩემპიონი (2004). 2009 წლის 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში “ვოლფსბურგს” 3 გოლი გაუტანა (შეხვედრა “მანჩესტერმა” 3:1 მოიგო). 2001 წელს, მაიკლ ოუენი “უორლდ სოკერმა” მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 89 მატჩი და გაიტანა 40 გოლი. ამ უკანასკნელი მაჩვენებლით, მაიკლი ინგლისელ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ბობი ჩარლტონს (49), გარი ლინეკერს (48) და ჯიმი გრივზს (44) ჩამორჩება. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ოუენმა გერმანიის ნაკრებს სამი ბურთი გაუტანა და 1966 წლის მუნდიალის ფინალში ჯეფრი ჰერსტის მიერ ნაჩვენები მიღწევა გაიმეორა. მაიკლ ოუენს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების დასკვნით სტადიებსა და შესარჩევ მატჩებში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში გატანილი აქვს 22 გოლი. ეს შედეგი, ალბიონელთაგან მხოლოდ გარი ლინეკერმა აჩვენა. მაიკლ ოუენი მსოფლიოსა (1998, 2002, 2006) და ევროპის (2000, 2004) პირველობების მონაწილეა. 2010 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი და სუპერთასი, 2011 წელს კი ინგლისის ჩემპიონი გახდა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1901 - მაგიდის ჩოგბურთელთა შორის პირველი შეჯიბრება ჩატარდა. ეს ფაქტი ლონდონში, “როიალ აკვარიუმის” დარბაზში მოხდა.
1915 - ჯეკ ჯონსონი, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის პირველი შავკანიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1920 - ჯეკ დემპსიმ, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფკსიონალ მოკრივეთა შორის ბილ ბრენანი თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1931 - ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ირლანდიელებმა დუბლინში ესპანეთის ნაკრებთან 0:5 წააგეს.
1941 - ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) პირველი ფლეი-ოფი ჩატარდა. “ბიარზმა” “პეკერზი” 33:14 დაამარცხა.
1947 - მადრიდში “რეალის” სტადიონს “ჩამარტინს” სახელი გადაარქვეს და კლუბის პრეზიდენტის, სანტიაგო ბერნაბეუს სახელი მიანიჭეს.
1948 - პოლონეთის ქალაქ ზაბჟეში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “გურნიკი”. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1962 - “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად, ლევ იაშინი “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.
1963 - ვერნე კანემ, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის კრუშერი დაამარცხა და ჭიდაობის ეროვნული ასოციაციის (NWA) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1982 - მარსელ დიონი ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) რიგით მე-9 მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატებში მეხუთასე შაიბის გატანა მოახერხა.
1986 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე, ბუენოს აირესის “რივერ პლეიტმა” ბუქარესტის “სტიაუას” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი ალსამენდიმ გაიტანა. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 62 ათასი მაყურებელი დაესწრო. “რივერ პლეიტი”: პუმპიდო, გორდილიო. გუტიერესი, რუჟერი, მონტენეგრო, ენრიკე, გალიეგო, ალონსო, ალფარო (სპერანდინიო), ალსამენდი, ფიუნესი. “სტიაუა”: სტონგაჩიუ, იოვანი, ბელოდედიჩი, ბუმბესკუ, ვიაზენბახერი, ბარბულესკუ (მაჯეარუ), სტოიკა, ბალანი, ბალინტი, ლეკეტუში, პიცურკა.
1988 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “მაიამი ჰითმა”, რეგულარულ პირველობაზე ზედიზედ განცდილი 17 მარცხის შემდეგ, “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 89:88 დაამარცხა.
1992 - ლენოქს ლუისი, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, WBC ასოციაციის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდა. ლუისთან პაექრობაზე რიდიკ ბოვემ უარი განაცხადა.
1997 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ფინიკს კოიოტლის” მოთამაშე მაიკ გარტნერი NHL-ის მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც მე-700-ე შაიბის გატანა მოახერხა.
2003 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე, ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსმა” “მილანი” პენალტების სერიაში 3:1 დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატებით დრო 1:1 დასრულდა. გოლები ტომასონმა (“მილანი”) და დონეტიმ (“ბოკა”) გაიტანეს. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში, იტალიელთაგან საკუთარი შანსი პირლომ, ზეედორფმა და კოსტაკურტამ ვერ გამოიყენეს და მხოლოდ რუი კოშტას დარტყმა აღმოჩნდა ზუსტი. არგენტინელთაგან პენალტები შიავიმ, დონეტიმ და კასკინიმ გაიტანეს, ბატალიას მცდელობა კი ფუჭი აღმოჩნდა. შეხვედრა იოკოჰამაში ჩატარდა და მას 66 757 ათასი მაყურებელი დაესწრო. “ბოკა ხუნიორსი”: აბონდანსიერი, შიავი, პერეა, ბურდისო, როდრიგესი, კანია, კასკინი, დონეტი, ბატალია, შელოტო (ტევესი), იარლი. ”მილანი”: დიდა, პანკარო, კოსტაკურტა, მალდინი, კაფუ, ზეედორფი, პირლო, გატუზო (ამბროზინი), კაკა (რუი კოშტა), ტომასონი (ინძაგი), შევჩენკო.
ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩში, “კრუზეირომ” “ბაიას” 7:0 მოუგო. 5 გოლი ალექსმა (ალეშანდრუ და სოუზამ) გაიტანა, აქედან 4 - პენალტით.
2008 - მაკედონიაში მიმდინარე ქალ ხელბურთელთა ევროპის პირველობის ფინალში, ნორვეგიამ ესპანეთს 34:21 სძლია და ზედიზედ მესამედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონობა.
2010 - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის “მაზემბემ” ბრაზილიურ “ინტერნასიონალს” 2:0 მოუგო და პირველი აფრიკული კლუბი გახდა, რომელმაც საკლუბო მუნდიალზე ფინალამდე გააღწია.
2011 - კოპა სუდამერიკანას თასის ფინალის განმეორებით მატჩში “უნივერსიდად დე ჩილემ” ეკვადორის კიტოს ლდუ-ს 3:0 მოუგო (პირველ მატჩშიც ამავე ანგარიშით იმარჯვა) და ჩილეს კლუბთაგან პირველმა მოიპოვა აღნიშნული ტურნირის თასი.
ამ დღეს დაიბადნენ
1901 - ანრი კოშე. ფრანგი ჩოგბურთელი. 1928 წელს მოიგო აშშ-ს ღია პირველობა.
1924 - სირი რანტანენი. ფინელი მოთხილამურე. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1946 - სტენლი სმიტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1971 წელს გახდა აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონი, ხოლო მომდევნო სეზონში მოიგო უიმბლდონის ტურნირი.
1946 - რუთი ფახი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 1972 და 1976 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვა ოქროს მედლები.
1946 - ტატიანა ტრეტიაკოვა. საბჭოთა ფრენბურთელი. 1968 და 1972 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1951 - იან ტიმანი. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე. 1990 და 1993 წლებში, იან ტიმანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის (ფიდეს ვერსიით) ბრძოლის ფინალური მატჩი ანატოლი კარპოვთან წააგო. მონაწილეობა მიიღო 13 საჭადრაკო ოლიმპიადაზე და 1976 წელს პირველ დაფაზე აჩვენა საუკეთესო შედეგი. ტიმანი ჰოლანდიის 9-გზის ჩემპიონია.
1956 - ჰანი ვენცელი. ლიხტენშტეინელი მოთხილამურე. სლალომსა და გიგანტურ სლოლომში (ქალთა შორის) 1980 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი მედალი.
1969 - არტურ ნუმანი. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების, პსვ-სა და “გლაზგო რეინჯერსის” ფეხბურთელი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. ჰოლანდიისა და შოტლანდიის ჩემპიონი.
1979 - მაიკლ ჯეიმს ოუენი. ინგლისის ნაკრების, “ლივერპულის” (1996-04), მადრიდის “რეალის” (2004-05), “ნიუკასლ იუნაიტედის” (2005-09), “მანჩესტერ იუნაიტედის” (2009-2012), „სტოკ სიტის“ ფორვარდი. ნიუკასლელებმა, 2005 წლის აგვისტოში, ოუენის ტრანსფერში 17 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, რაც “სენტ ჯეიმს პარკელთათვის” სარეკორდო თანხაა. ოუენმა 2001 წელს უეფას, ინგლისის ლიგისა და საფეხბურთო ასოციაციის თასები მოიგო, ხოლო 2002 წელს ინგლისისა და ევროპის სუპერთასებს დაეუფლა. 1998 და 1999 წლებში, 18-18 გატანილი გოლით, ოუენი ინგლისური პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პრიმერა დივიზიონის ვიცე-ჩემპიონი (2004). 2009 წლის 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში “ვოლფსბურგს” 3 გოლი გაუტანა (შეხვედრა “მანჩესტერმა” 3:1 მოიგო). 2001 წელს, მაიკლ ოუენი “უორლდ სოკერმა” მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 89 მატჩი და გაიტანა 40 გოლი. ამ უკანასკნელი მაჩვენებლით, მაიკლი ინგლისელ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ბობი ჩარლტონს (49), გარი ლინეკერს (48) და ჯიმი გრივზს (44) ჩამორჩება. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ოუენმა გერმანიის ნაკრებს სამი ბურთი გაუტანა და 1966 წლის მუნდიალის ფინალში ჯეფრი ჰერსტის მიერ ნაჩვენები მიღწევა გაიმეორა. მაიკლ ოუენს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების დასკვნით სტადიებსა და შესარჩევ მატჩებში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში გატანილი აქვს 22 გოლი. ეს შედეგი, ალბიონელთაგან მხოლოდ გარი ლინეკერმა აჩვენა. მაიკლ ოუენი მსოფლიოსა (1998, 2002, 2006) და ევროპის (2000, 2004) პირველობების მონაწილეა. 2010 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი და სუპერთასი, 2011 წელს კი ინგლისის ჩემპიონი გახდა.