ფეხბურთი

2:46 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტური "პარი სენ ჟერმენისთვის" საშინელი გამოდგა. ტომას ტუხელის გუნდმა "პარკ დე პრენსზე" "ლიონთან" 0:1 წააგო და არა მარტო ლიდერობა დაკარგა, არამედ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე დაეშვა.

ეს კიდევ არაფერი, პსჟ-ს ნეიმარი დაუშავდა. ტრავმაც არიც და ტრავმაც - ბრაზილიელმა შეიძლება სეზონი დაასრულა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "ლიონის" ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა ნეიმარის წინააღმდეგ იუხეშა და სამხრეთამერიკელი მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა.

დეტალურად დაზიანების ხარისხს სამედეიცინო გამოკვლევა დაადგენს, მაგრამ მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ მას ტერფის მოტეხილობა აქვს, რაც ცხადია, რამდენიმე თვით უქმობას ნიშნავს.

0.137974