ესპანეთის საფეხბურთო პროფესიული ლიგის ვერსიით ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად მადრიდის “რეალის” იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად “სამეფო კლუბის” ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა.
“ანჩელოტიმ ოქტომბერში საუცხოო შედეგი აჩვენა. ბენზემა კი, გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო და 3 გოლი გაიტანა, რითაც თავისი მაღალი ტექნიკა აჩვენა. ყოველ მატჩში ის მეტოქეთა კართან დიდ ხიფათს ქმნიდა”, - ნათქვამია ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის განცხადებაში.