ფეხბურთი

22:12 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ მიქაუტაძის წითელი ბარათი ბელგიაში (+VIDEO)

ბელგიის პირველი დივიზიონის მე-14 ტური წარუმატებელი გამოდგა ჟორჟ მიქაუტაძისთვის, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. „სერენი“ შინ „მოლენბეეკს“ დაუხვდა და 0:1 წააგო, ხოლო ჟორჟი 89-ე წუთზე გააძევეს.

„სერენმა“ მე-11 წუთზე გაუშვა და დარჩენილ დროში სიტუაცია ვეღარ გამოასწორა. მიქაუტაძე აქტიური იყო, საგოლე შანსებიც ჰქონდა, მაგრამ ერთხელ კარს ზემოდან გადააცილა, მეორედ მეკარემ აჯობა.

თამაშის მიწურულს კი საფრანგეთის მოქალაქე ქართველმა შემტევმა მეტოქეს ფეხი დაადგა, რაც მსაჯმა წითელ ბარათად შეაფასა და გასახდელში მიაბრძანა.

ჟორჟ მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 14 თამაშში 16 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია, ხოლო „სერენი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118201