ფეხბურთი

12:55 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პერენი და მანგალა ფრანგებს ვერ დაეხმარებიან

“სენტ ეტიენის” მცველი ლოიკ პერენი და “მანჩესტერ სიტის” უკანახაზელი ელიაკიმ მანგალა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ალბანეთის ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარებიან.

ორივე ფეხბურთელი ნაკრების შეკრებაზე კუნთის მცირე ტრავმებით გამოცხადნენ. ფრანგული გამოცემა Lequipe-ს ინფორმაციით, მანგალამ და პერენმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს და ოთხშაბათს არ უვარჯიშიათ. შესაბამისად, ფრანგების თავკაცს დიდიე დეშამს ალბანელებთან სპარინგში მათი იმედი არ აქვს.

მომავალი შეხვედრა 14 ნოემბერს რენში შედგება.

0.130399