ფეხბურთი

12:40 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი სკანდალში გაეხვა

ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მარტინ ონილის თანაშემწე როი კინი სკანდალში გაეხვა.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ირწმუნება, რომ კინმა დუბლინში იმ სასტუმროს ახლოს, სადაც ირლანდიის ნაკრები დაბინავებულიყო, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ხელით დარტყმით ერთ-ერთი ფანი მიწაზე დააგდო. ამჟამად, მომხდარს იძიებენ, თუმცა პოლიციაში დაზარალებულის მხრიდან საჩივარი არ შესულა.

ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციაში ამ ინფორმაციას არასწორს უწოდეს და აცხადებენ, რომ კინმა ინციდენტის თაობაზე პოლიციას თავად შეატყობინა და ამ ეპიზოდის ირგვლივ სიტუაცია გაზვიადებულია.

ასევე, ასოციაციაში აღნიშნეს, რომ მარტინ ონილმა მომხდარის შესახებ იცის და თავის თანაშემწეს სრულად მხარს უჭერს.

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 14 ნოემბერს, ირლანდიის ნაკრები გლაზგოში “სელტიკ პარკზე” შოტლანდიას დაუპირისპირდება.

თეგებიროი კინი
0.121461