ფეხბურთი

12:38 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ატლეტიკო" მარტო არ დავტოვეთ და ყველაფერს ვაკონტროლებდით"

მადრიდულ დერბიში „რეალმა“ „ატლეტიკოს“ 2:0 აჯობა და დიეგო სიმეონეს გუნდის 26-მატჩიანი წაუგებელი სერია ლა ლიგაში დაასრულა. ლოგიკურია, რომ ფრანგი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.

„კმაყოფილი ვარ თამაშით, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ახლაც ისე ვითამაშეთ. და, როგორ გავაკეთეთ ეს „ატლეტიკოსთან“, რომელიც ლა ლიგაში 26 მატჩი დაუმარცხებელი იყო!. მთელი თამაშის განმავლობაში მოედნის ყველა ნაწილს ვაკონტროლებდით და „ატლეტიკო“ მარტო არ დაგვიტოვებია. თამაშს ძალიან კარგად ვაკონტროლებდით და მეტოქეს მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა - საულის.

კროოსი და მოდრიჩი? გვჭირდებოდა მეტოქის კართან მისასვლელი გზების პოვნა. სწრაფი თამაში, დიაგონალური პასების გაკეთება, აღმოვაჩინეთ ხარვეზები „ატლეტიკოს“ დაცვაში. ორივე განსაკუთრებული მოთამაშეები არიან. ასევე ბენზემაც, ვასკესიც ფენომენალური იყო, კარვახალი, ჩვენი კაპიტანი რამოსი და ვარანი. დიახ, ყველა კარგი იყო. როტაცია? ვნახოთ. სამი თამაში ჩავატარეთ მცირე ცვლილებებით, მაგრამ ყველას მივცემ თამაშის საშუალებას“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალს“ 23 ქულა აქვს და ლიდერ „ატლეტიკოს“ ჯერ ისევ ჩამორჩება, მაგრამ მხოლოდ 3 ქულით. თუმცა, „როხიბლანკოს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.110565