ფეხბურთი

2:39 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკოს“ პირველი მარცხი

ბოლო დროს „რეალს“ ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და სამართლიანადაც. გუნდს თითქოს თამაში დაეკარგა, ქულებიც უაზროდ გაანიავა. „ატლეტიკომ“ კი პირიქით, ყოჩაღად დაიწყო სეზონი და „რეალისა“ და „ბარსელონას“ ჩავარდნის ფონზე, ბევრი დიეგო სიმეონეს ბიჭებს ჩემპიონობასაც უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ახლა დაფიქრება მოუწევთ.

შაბათ საღამოს, მადრიდულ დერბიში „რეალმა“ ეჭვი არავის დაუტოვა ვინ არის ქალაქში მთავარი. ყველა კომპონენტში აჯობა ლიდერ „ატლეტიკოს.“

მასპინძლებმა მატჩი ენერგიულად დაიწყეს და მე-15 წუთზე კაზემიროს ადრეული გოლით დაწინაურდნენ კიდეც. მერე სიტუაციის კონტროლიც გააგრძელეს. „ატლეტიკო“ კი მთლად მოიშალა და გაქრა.

სიმეონემ მეორე ტაიმში მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყველაფერს ობლაკის კურიოზული ავტოგოლიც დაემატა და „ატლეტიკო“ პრიმერაში მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, თუმცა თუ დაკარგული ქულებით ვიმსჯელებთ, ამ ტურის შემდეგაც ლიდერად დარჩება. „რეალი“ კი ნელ-ნელა ბრუნდება „თავის ადგილზე.“ ამჟამად ზიდანის ბიჭები მესამე საფეხურზე დგანან.

ესპანეთი

პრიმერა. მე-13 ტური. 12 დეკემბერი

რეალი - ატლეტიკო 2:0

მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო.“

1:0კაზემირო (15), 2:0 ობლაკი (63 საკ. კარში)

რეალი: კურტუა, კარვახალი (ასენსიო 79), ვარანი, რამოსი, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 88), კროოსი, ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი (როდრიგო 79)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე (ლემარი 46), ერმოსო, ერერა (ლოდი 46), კოკე, ლიორენტე, კარასკო (კორეა 46), ფელიში (საული 60), სუარესი (კონდოგბია 73)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილება: კაზემირო (36); ლემარი (46), კორეა (50), სავიჩი (61)

ვალენსია - ბილბაო 2:2

1:0 სოლერი (26 პენ), 1:1 ვილიალიბრე (55), 1:2 გარსია (79 პენ), 2:2 ვალიეხო (83)

ხეტაფე - სევილია 0:1

0:1 ეჩეიტა (81 საკ. კარში)

უესკა - ალავესი 1:0

1:0 ონტივეროსი (66)

0.143579