ფეხბურთი

2:12 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოწყენილობის აპოთეოზი „ოლდ ტრაფორდზე“

პრემიერლიგის მე-12 ტური არაერთგვაროვნად დაიწყო. ასეთი ფეხბურთი არ გვჭირდება - ასე შეიძლება ვქვათ, ერთი ცნობილი კომენტატორის სიტყვების პერიფრაზს თუ მივმართავთ. ზოგადად, ყოველგვარ დერბის რაღაც განსხვავებული განწყობით ველით ხოლმე, ბოლო დროს ისინი ხშირად რატომღაც არ ამართლებს. მაგრამ რაც წუხელ „ოლდ ტრაფორდზე“ ვიხილეთ, საერთოდ ყველა ზღვარს სცილდება. ეს გახლდათ მოსაწყენი ფეხბურთის აპოთეოზი. პირველ ტიმში კდევ ქმნიდნენ მეტოქეები რაღაც ნახევარმომენტებს, მეორეში კი საერთოდ მოკვდა თამაში. არც „იუნაიტედსა“ და არ „სიტის“ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ. ამას მოწმობს სტატისტიკაც: მხოლოდ თითო ცვლილება და თითო გაფრთხილება. ასეთი იყო 183-ე მანჩესტერული დერბი.

„ოლდ ტრაფორდის“ მაგია არსად გამქრალა. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არ ნიშნავს, რომ „იუნაიტედი“ სუსტი გუნდია. ბევრი საგოლე მომენტები არ ყოფილა და საბოლოოდ ფრე, ვფიქრობ, კარგი შედეგია. მაგრამ ეს ყველაფერი დერბის არ ჰგავდა, ტრიბუნებზე მაყურებელი რომ ყოფილიყო სულ სხვა სანახაობა იქნებოდა.“ - უთხრა შემდეგ პეპ გვარდიოლამ BBC-ს.

ახლა მანჩესტერები ცხრილში მეზობლად არიან. „იუნაიტედს“ 20 ქულა აქვს და მერვე საფეხურზეა, „სიტი“ კი 19 ქულით მეცხრე ადგილზე დგას.

„ევერტონმა“ მინიმალური ანგარიშით მოუგო „ჩელსის“ და ლონდონელთა 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ყველა ტურნირში. ერთადერთი გოლი ისლანდიელმა გილფი სიგურდსონსმა გაიტანა პენალტით.

სტუმრებმა ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, მაგრამ ჯორდან პიკფორდის კარს კი ვერაფერი დააკლეს. როგორც Daily Mail წერს, ეს გამარჯვება ადრეული საშობაო საჩუქარი გამოდგა „ევერტონის“ იმ 2 ათასი ქომაგისთვის, ვინც დიდი ხნის შემდეგ პირველად შეუშვეს „გუდისონ პარკზე.“

მარცხის მიუხედავად, „ჩელსი“ სატურნირო ცხრილში, 22 ქულით მაინც მესამე ადგილზე დარჩა. „ევერტონი“ კი მეშვიდე პოზიციაზეა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-12 ტური. 12 დეკემბერი

მანჩესტერი - სიტი 0:0

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, ფრედი, მაკტომინეი, პოგბა, ფერნანდეში, რაშფორდი, გრინვუდი (მარსიალი 74)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, დიაში, კანსელუ, როდრი, ფერნანდინიო, დე ბრუინი, მაჰრეზი (ტორესი 66), სტერლინგი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: მაგუაირი (79); ფერნანდინიო (87)

ევერტონი - ჩელსი 1:0

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“

1:0 სიგურდსონი (22 პენ)

ევერტონი: პიკფორდი, კინი, მინა, ჰოლგეიტი, გოდფრი, დუკურე, ალანი, სიგურდსონი (გომეში 83), აივობი (დევისი 86), რიშარლისონი (კენი 90), კალვერტ-ლიუინი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ჩელსი: მენდი, ჩილუელი, ზუმა, სილვა, ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი (გილმორი 82), მაუნტი, ჰავერცი (აბრაჰამი 68), ვერნერი, ჟირუ

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: რიშარლისონი (24), დუკურე (80); კანტე (45+3), ჯეიმსი (59), სილვა (65)

ვულვზი - ასტონ ვილა 0:1

0:1 ელ-ღაზი (90+4 პენ)

გაძევება: მოუტინიუ (90+5 ვულვზი), ლუისი (85)

ნიუკასლი - ვესტ ბრომვიჩი 2:1

1:0 ალმირონი (1), 1:1 ფერლონგი (60), 2:1 გეილი (82)

0.13115