ფეხბურთი

1:05 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" სირცხვილი და "ბაიერნის" შერყეული პოზიცია

გერმანიის ბუნდესლიგაში მე-11 ტურის შემდეგ ორხელისუფლიანობა დამყარდა. მიუნხენის „ბაიერნმა“ ქულები დაკარგა, რითაც „ლაიფციგმა“ ისარგებლად და სატურნირო ცხრილში წამოეწია.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი ბოლო პერიოდში ისეთი დაუნდობელი და მრისხანე ვეღარ არის, როგორც გასულ სეზონში და ამ სეზონის სტარტზე. ამაზე შედეგებიც მეტყველებენ და თამაშის ხარისხიც. „რეკორდმაისტერი“ ბერლინში „უნიონს“ ესტუმრა და რა თქმა უნდა, 3 ქულის მარტივად მოპოვებას გეგმავდა, მაგრამ მარტივს ვინ ჩივის, ძნელადაც ვერ მოიპოვა. გრიშა პრომელის გოლით ბერლინელები უკვე მე-4 წუთზე დაწინაურდნენ. სტუმებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს, თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. „ბაიერნის“ 2 ქულა დედაქალაქში დარჩა.

„ლაიფციგმა“ კი ბრემენის „ვერდერს“ მოუგო და მაგარ ფორმაშია. იულიან ნაგელსმანის გუნდს მართლაც საოცარი სეზონი აქვს და „მუსიკოსებს“ ძალიან ადვილად აჯობა, პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლით. შედეგად, „ბაიერნს“ და „ლაიფციგს“ 24-24 ქულა აქვთ და ლიდერობას იყოფენ.

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფიასკო გადახდა და ლიდერთა დუეტს 5 ქულით ჩამორჩა. „ყვითლებმა“ საკუთარ მოედანზე „შტუტგარტს“ უმასპინძლეს და 1:5 განადგურდნენ. ლუსიენ ფავრის გუნდს დიდი ხანია „სიგნალ იდუნა პარკზე“ მსგავსი სამარცხვინო მაცხი არ განუცდია.

ბუნდესლიგაში ორი წაუგებელი გუნდია - „ლევერკუზენი“ და „ვოლფსბურგი“. „ფარმაცევეტები“ მე-11 ტურის მატჩს კვირას შინ „ჰოფენჰაიმთან“ ჩაატარებენ და თუ მოიგებენ, სატურნირო ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად აღმოჩნდებიან.

„დორტმუნდი“ – „შტუგარტი“ 1:5 (1:1)

გოლები: 0:1 ფუნდუ (26, პენ), 1:1 რეინა (39), 1:2 ფუნდუ (53), 1:3 ფორსტერი (60), 1:4 კულიბალი (63), 1:5 გონსალესი (90)

„გლადბახი“ – „ჰერტა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 გენდუზი (47), 1:1 ემბოლო (70)

„ფრაიბურგი“ – „არმიანია“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 გრიფო (79), 2:0 ჯეონგი (90)

„მაინცი“ – „კიოლნი“ 0:1 (0:0)

გოლები: 0:1 რექსბეჩაი (55)

„ლაიფციგი“ – „ვერდერი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ზაბიცერი (26, პენ), 2:0 დანი ოლმო (41)

„უნიონი“ – „ბაიერნი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პრომელი (4), 1:1 ლევანდოვსკი (67)

თეგებიბუნდესლიგა
0.13545