იტალიური “ემპოლის” 20 წლის მცველი დანიელე რუგანი, რომელსაც სერია ა-ში დებიუტი მიმდინარე სეზოში ჰქონდა, იტალიის ნაკრებში დებიუტისთვის ემზადება. ფეხბურთელმა კოვერჩიანოს ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტურინის “იუვენტუსში” თამაში მისი მიზანია.
“მე ტურინში იანვარში? – არ მგონია, ამასთან დაკავშირებით არაფერი მსმენია, მაგრამ ზაფხულში ალბათ ასეც მოხდება. სიამოვნებით ვითამაშებდი “იუვეში”, თუმცა ახლა მთლიანად “ემპოლიზე” და სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებაზე ვფიქრობ”, - განაცხადა რუგანიმ.
რუგანი “იუვენტუსის” საკუთრებაა, თუმცა “ემპოლიში” იჯარით 2013 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელს ერთი გოლი აქვს გატანილი.