ფეხბურთი

23:22 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ დიაში „სიტის“ ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელია

„მანჩესტერ სიტის“ ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი მცველი, რუბენ დიაში დაასახელეს.

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, 23 წლის დიაშმა პირველი ადგილი დაიკავა, აჯობა ჯონ სტოუნზსა და ჟოაუ კანსელუს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური საიტი.

ნოემბერში „ქალაქელებმა“ ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.

2020 წლის 28 სექტემბერს „სიტიმ“ დიაშის ლისაბონის „ბენფიკადან“ 68 მილიონ ევროდ ყიდვის შესახებ გამოაცხადა.

0.122209