ფეხბურთი

21:23 | 12.12.2020 | ნანახია NaN - ჯერ

"ანორთოსისი" წაგებისგან გიორგი ქვილითაიამ იხსნა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ მორიგი გოლი გაიტანა. „ანორთოსისი“ სტუმრად „ერმისს“ დაუპირისპირდა და 78-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა თავით გაიტანა და თავისი გუნდი ზედიზედ მეორე მარცხისგან იხსნა.

თუმცა, თემურ ქეცბაიას გუნდმა მაინც ვერ მოიგო და მხოლოდ ქულას დასჯერდა (1:1). ქვილითაიას დარად 90 წუთი ითამაშა გიორგი ლორიამ, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილსა და მურთაზ დაუშვილს არ უთამაშიათ.

გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის 11 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ფრანგ ნიკოლას დიგუნისთან და ფინელ ბერაკ სადიქთან ერთად ლიდერობს.

„ანორთოსისმა“ 14 ტურში 27 ქულის დაგროვება მოახერხა და მესამე ადგილზეა, ხოლო გათამაშების ლიდერ „აპოლონს“ 2 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:56 | 28.02.2019
NIKA..01 (826)

ეჰ,რონალდუს და მის ახალ გუნდს ახლა თავისი გაჭირვებიათ მეთქი ახლა მაინც მოიგებს იტალიური გუნდი და ქე გაასხეს ფაღარათიანივით,იმედია მაინც გავლენ(იმედი ბოლოს კვდებაო ).ისე,მაგარი უცნაურია,ფეხბურთში იტალიას და მის გუნდებს ვქომაგობ და რაგბში რუსების შემდეგ ყველაზე მეტად მაგათ არ ვქომაგობ

0.127581