ფეხბურთი

18:12 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მათე ვაწაძის ზედიზედ მეორე გოლი უზბეკეთის თასზე და ნახევარფინალის საგზური

უზბეკეთის თასზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა მათე ვაწაძემ. აგმკ-ს ქართველმა ფორვარდმა მეოთხედფინალში „მეტალურგთან“ მატჩის მე-11 წუთზე გამოიჩინა თავი და იმ დროისთვის ანგარიში 1:1 გახადა.

ვაწაძემ 4 დღის წინ მერვედფინალშიც შეძლო გოლის გატანა. ეს შეხვედრა კი ძირითად დროში ფრედ 3:3 დასრულდა და საბოლოოდ, აგმკ-მ დამატებით დროში 4:3 მოიგო, შესაბამისად, ნახევარფინალში გავიდა. ვაწაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

აქვე გეტყვით, რომ უზბეკეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებს შოთა არველაძის გაწვრთნილი „ფახთაქორი“, რომელმაც მეოთხედფინალში „კილიზკუმი“ 1:0 დაამარცხა.

0.112701