ფეხბურთი

16:04 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: "ბარსელონას" აღმასვლის პერიოდის გახსენება არ მომწონს"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა დევიდ ბექჰემის „სამეფო კლუბში“ გადასვლის პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ ინგლისელ ვარსკვლავ 40 ფოტოგრაფი ჰყავდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში „რეალი“ ნამდვილი „გალაქტიკო“ იყო და უამრავი ვარსკვლავი ჰყავდა, შედეგები სახარბიელო არ იყო და მადრიდული გრანდი რამდენიმე სეზონი ტიტულის გარეშე რჩებოდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ სტრატოსფერულ განზომილებაზე. ვერ ვიჯერებდით, რომ ბექჰემი ვიყიდეთ. გარეთ გასვლისას მას 40 ფოტოგრაფი ჰყავდა. 9 თვის განმავლობაში შესანიშნავად ვთამაშობდით და თითქმის სულ ვიგებდით. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ თასის ფინალში „სარაგოსასთან“ წაგებამ იმოქმედა.

მარტის მესამე კვირიდან მაისის შუა რიცხვებამდე დიდი ვარდნა გვქონდა. მხოლოდ სახელები არ არის საკმარისი გუნდის შესაქმნელად, სამი სეზონი უტიტულოდ ვრჩებოდით და არაფრისთვის ვიბრძოდით. ეს ის პერიოდია, როდესაც „ბარსელონას“ აღმასვლა დაიწყო, ზეიდზედ ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა და 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს არის ეტაპი, რომლის გახსენება საერთოდ არ მსიამოვნებს“, - თქვა კასილიასმა.

0.117849