კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს. მას შემდეგ, რაც ჟერარ პიკე მძიმედ დაშავდა და 6 თვე იუქმებს, რონალდ კუმანი მცველის შეძენის აუცილებლობის წინაშე დადგა.
ესპანური მედიის ცნობით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამსტერდამის „აიაქსის“ არგენტინელი ფეხბურთელი ლისანდრო მარტინესი შეარჩია. ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.
22 წლის მცველი ნიდერლანდურ გრანდში 2019 წლიდან თამაშობს და 46 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო არგენტინის ნაკრებში ჯერჯერობით ერთხელ ითამაშა.