ფეხბურთი

22:15 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca იუწყება. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელს დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკების დაწყება 1 დეკემბრიდან ნებადართული აქვს და ალაბას "რეალში" სურს გადასვლა.

დავიდმა მიუნხენური კლუბის რამდენიმე შეთავაზებაზე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა და 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ფეხბურთელის გადაბირებით მადრიდული კლუბიცაა დაინტერესბული, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ალაბა "ბაიერნში" 2008 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ დავიდმა გერმანული გუნდის მაისურით 401 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 32 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116909