უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეექვსე ტურში ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები ასპარეზობის გათვალისწინებით სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი აღნიშნულ საუკეთესო თერთმეტეულში "მილანს" და ზაგრების "დინამოს" ჰყავს.
საუკეთესო გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ჩიპრიან ტეტერუშანო ("მილანი");
მცველები: დიოგო დალოტი ("მილანი"), ევგენ ჩებერგო (ლასკ-ი), იოსკო გვარდიოლა ("დინამო ზაგრები'), ენრიკ საბორიტი ("მაკაბი");
ნახევარმცველები: ლირიმ კასტრატი ("დინამო ზაგრები'), მაგნუს ვოლფ ეიკრემი ("მიოლდე"), ჯოვანი ლო ჩელსო ("ტოტენჰემი"), ლეონ ბეილი ("ლევერკუზენი");
თავდამსხმელები: მახიმილიან ბეიერი ("ჰოფენჰაიმი'), ჟოელ პიროე (პსვ);