ფეხბურთი

18:50 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში მოურინიო და ბრუნო ფერნანდეში გამოარჩიეს

ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაასახელეს. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ტოტენჰემმა“ ნოემბერი დიდებულად ჩაატარა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელებად მიმდინარე სეზონში კარლო ანჩელოტი (სექტემბერში) და ნუნუ ესპირიტუ სანტუ (ოქტომბერში) დაასახელეს.

ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში აღიარეს. პორტუგალიელმა გასულ თეში 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ბრუნო ფერნანდეში 2020 წელს მესამედ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ და მსგავსი შედეგი აქამდე მხოლოდ ჰარი კეინს ჰქონდა, რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში (2017) სამჯერ გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

0.110143