თამაშგარე

13:40 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქალი, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს

მიუხედავად კორონა-პანდემიისა, კოლუმბიური ბულვარიული მედია წელსაც სეზონჩაუგდებლად აწყობს გამოკითხვებს მათ ქვეყანაში წლის ყველაზე ლამაზი, სექსუალური და ამასთან ერთად სკანდალური ლამაზმანის გამოსავლენად. ამ დიდებულ ღონისძიებას ერთბაშად 40-მდე ჟურნალისტი ემსახურება და შედეგებიც ნიშანდობლივია.

წელს აშკარად დაწინაურდა და ყველა კონკურენტი ლამაზმანი უკან ჩამოიტოვა კოლუმბიელმა მოდელმა, ტელეწამყვანმა, კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრების თილისმამ და ახლა უკვე ტელესერიალების მსახიობმა ანდრეა სერნამ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უკვე 42 წლის მოიყარა, პოპულარობას არაფრის დიდებით არ თმობს.

სერნას აღნიშნულ გამოკითხვაში სამჯერ უკვე უპირველია და ეს მისი მეოთხე გამარჯვება და აღიარება იქნება. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფერ-ხორციან ქალს კონკურენციას პირველობისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე მრავალი ასეული მასზე ბევრად ახალგაზრდა და კისკისა კოლუმბიელი ლამაზმანი უწევდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13991