ფეხბურთი

23:15 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები

„იუვენტუსის“ უბერებელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე მე-17 სეზონში გავიდა მოედანზე მინიმუმ ერთხელ მაინც. მასზე მეტი სეზონი ევროპის მთავარ ტურნირზე მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს ჩატარებული.

კრიშტიანუ რონალდუს (18), რაიან გიგზსა (19) და იკერ კასილიასს (20). ბუფონმა ლიონელ მესის 7 დარტყმა მოიგერია და კარი მშრალად შეინახა. ჯიჯი ამ შეხვედრაში 42 წლის, 10 თვი და 10 დღის იყო. ის გახდა რიგით მეორე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია. რეკორსმენი მისი თანამემამულე და კოლეგა მარკო ბალოტა გახლავთ.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელების ათეული, რომელშიც მეკარეები სჭარბობენ, ასეთია:

10. დანი ვერლინდელი („ბრიუგე“)

ბელგიელმა მეკარემ 2003 წელს „აიაქსთან“ 40 წლის 3 თვისა და 24 დღის ასაკში ითამაშა.

9. რაიან გიგზი („მანჩესტერი“)

უელსელმა ლეგენდამ 2014 წელს „ბაიერნის“ წინააღმდეგ 40 წლის 4 თვისა და 3 დღის ასაკში ითამაშა.

8. იენს ლემანი („შტუტგარტი“)

გერმანელი მეკარე 2010 წელს „ბარსელონასთან“ კარში 40 წლის 4 თვისა და 7 დღის ასაკში იდგა.

7. ედვინ ვან დერ სარი („მანჩესტერი“)

ნიდერლანდელმა მეკარემ 2011 წელს „ბარსელონასთან“ 40 წლის 6 თვისა და 29 დღის ასაკში ითამაშა

6. დევიდ უეირი („რეინჯერსი“)

შოტლანდიელი მცველი დევიდ უეირი 2010 წელს „ბურსასპორთან“ მატჩისას 40 წლის, 6 თვის და 27 დღის იყო.

5. ალესანდრო კოსტაკურტა („მილანი“)

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ 2006 წელს ათენის აეკ-თან 40 წლის, 6 თვისა და 28 დღის ასაკში ითამაშა.

4. მარკ შვარცერი („ჩელსი“)

ავსტრალიელი კიპერი 2014 წელს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 41 წლის 6 თვის და 24 დღის იყო.

3. ალექსანდრ შოვკოვსკი („დინამო კიევი“)

კიევის „დინამოს“ მეკარემ 2016 წელს „ნაპოლის“ წინააღმდეგ 41 წლის 8 თვისა და 11 დღის ასაკში ითამაშა.

2. ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“)

ლეგენდარულმა იტალიელმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ 42 წლის, 10 თვისა და 10 დღის ასაკში ითამაშა.

1. მარკო ბალოტა („ლაციო“)

იტალიელი მეკარე მარკო ბალოტა 2007 წელს „რეალთან“ მოედანზე 43 წლის 8 თვისა და 8 დღის ასაკში იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114881