ფეხბურთი

21:28 | 10.12.2020 | ნანახია NaN - ჯერ

როსის ქვრივმა მეუღლის ბოლო წუთები გაიხსენა: "ჩავეხუტე და ვუთხარი სხეული დაეტოვებინა"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის პაოლო როსის ქვრივმა ფედერიკა კაპელეტიმ თავისი მეუღლის ბოლო წუთებზე და გარდაცვალების მომენტზე ისაუბრა. მის სიტყვებს Corriere Dello Sport-ი აქვეყნებს.

„იმ მომენტში, როდესაც ის კვდებოდა და წასვლა არ უნდოდა, მაგრად ჩავეხუტე და პაოლოს ვუთხარი - ახლა წადი, შენ ძალიან განიცდი. დაშორდი, დატოვე ეს სხეული და წადი. შვილებს გავზრდიდა ჩვენს პროექტებს გავაგრძელებ. შენ უკვე ძალიან ბევრი გააკეთე.

ადვილი არ არის ორიოდ სიტყვით შევაჯამოთ ყველაფერი, როგორიც პაოლო იყო. უნიკალური ადმაიანი, ოპტიმიზმით სავსე ყველაზე რთულ მომენტებშიც, შესანიშნავი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს უბრალო. ადამიანი, რომელმაც მასწავლა ბევრი ლამაზი ფასეულობა და ასწავლა ის ჩვენს ქალიშვილებს. ის იყო ადამიანი, რომელმაც ერთნაირად იცოდა საუბარი, როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ისე სუპერმარკეტში შემხვედრ ხალხთან. ეს იყო პაოლო და ეს იყო მისი სიდიადე. მირჩვენია ვიფიქრო, რომ ეს დამშვიდობებაა. მის გარეშე ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მომიწევს გაკეთება, მე მას დავპირდი. ჩვენ მას ვიჩენცაში დავკრძალავთ, რომელიც მისი საყვარელი ქალაქი იყო. შემდეგ კი, შვილებთან შეთანხმებით მის კრემაციაზე ვიფიქრებ, რადგან მინდა ყოველთვის ახლოს მყავდეს“, - თქვა ფედერიკამ.

პაოლო როსი და ფედერიკა ერთად 2010 წლიდან ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი მიმდინარ წლის მარტში იქორწინეს. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - სოფია ელენა და მარია ვიტორია, ხოლო პირველი ქორწინებიდა, როსის კიდევ ერთი შვილი ჰყავს - ალესანდრო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:41 | 10.01.2022
Kobe Bean (21683)

ერთ დროს კლუბი ინახავდა მესის ნეიმარს სუარესს რომელთაც ძალიან დიდი ხელფასი ქონდათ,ხოდა იმათი ხელფასები თუ არ იყო სხვა ფეხბურთელების რეგისტრაციისთვის პრობლემა ეხლა რაღატომაა პრობლემა?გასაგებია მაშინ შემოსავლებიც მეტი ქონდათ და როგორც ვიცი შემოსავლების 70 პროცენტს არ უნდა ცდებოდეს ფეხბურთელთა ხელფასები,ანუ უნდა ჩაჯდე 70 პროცენტიან ლიმიტში.ხოდა ასე როგორ დააზარალა კორონამ ბარსელონა,ანუ ასე როგორ დაუგდო შემოსავლები რომ ამათაც ვეღარ არეგისტრირებენ როცა ამათ ყველას ერთად არ აქვთ იმდენი ხელფასი რაც მსნ-ს და ხავიესტას ქონდათ.ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ არცერთ სხვა კლუბს იგივე პრობლემა არ აქვს.მოკლედ ბართომეუმ ყველანაირად გააქრო კლუბი.არც ისაა გამორიცხული ლაპორტა რომ სიაფანტობდეს კოუტინიოების და ასეთების მოსაშორებლად რომელთაც დიდი ხელფასი აქვთ და არაფერს აკეთებენ

0.067447