ფეხბურთი

20:49 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილა" ევროპაში დაბრუნდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დასრულდა. დასკვნით შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა დაეს ფინალი იყო, პირდაპირი გაგებით.

გუნდები მესამე ადგილისთვის, შესაბამისად, კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძოდნენ. „ლოკომოტივს“ ფრეც აწყობდა, „დილას“ მხოლოდ მოგება.

გიორგი ნემსაძის გუნდმა ეს კონკრეტული თამაში უკეთ ჩაატარა და დამსახურებულად იმარჯვა. პირველ ტაიმში დავით მაისაშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ მიკოლა კოვტალიუკმა პენალტით ორამდე გაზარდა სხვაობა. უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებმა მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს. „ლოკომ“ 61-ე წუთზე შეძლო სიტუაციის დაძაბვა და თამაშში დაბრუნება, თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა. თუმცაღა, ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მაქსიმუმი გამოდგა და თბილისური გუნდი ამჯერად ევროსარბიელს მიღმა დარჩა.

„დილამ“ კი ევროპაში დაბრუნება 2016 წლის შემდეგ პირველად მოახერხა, სულ კი მეექვსედ მოიპოვა ევროსაგზური. „დილას“ გარდა უეფას კონფერენს ლიგაზე „დინამო ბათუმი“ და „გაგრა“ ითამაშებენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისი“.

საქართველოს ჩემპიონატიდან „მერანი“ გავარდა, „ტორპედო“ „გაგრას“, „ჩიხურა“ კი „სამგურალს“ პლეი-აუტში დაუპირისპირდება.

„ლოკომოტივი“ – „დილა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მაისაშვილი (18), 0:2 კოვტალიუკი (52, პენ), 1:2 სიხარულიძე (61)

0.115336