საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისია“. ბოლო ტურში დიდი სენსაცია არ მოხდა და აუტსაიდერმა „მერანმა“ ჩისკოს გუნდს ქულები ვერ დააკარგვინა.
კლასში სხვაობა ძალზე დიდი იყო და „დინამომ“ ადვილად იმარჯვა. ანგარიში ნოდარ ქავთარაძემ პენალტით გახსნა, ხოლო შემდეგ გიორგი გაბედავამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამომ“ სეზონი 40 ქულით დაასრულა და საბოლოო ჯამში 4 ქულით გაასწრო „დინამო ბათუმს“, რომელმაც შინ საჩხერის „ჩიხურას“ ვერ მოუგო (0:0). „დინამო თბილისი“ ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მე-18-ედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ჩისკოს გუნდის საქართველოს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს, ხოლო „დინამო ბათუმის“ უეფას კონფერენს ლიგაში ითამაშებს.
გეტყვით, რომ პლეი-აუტში ქუთაისის „ტორპედო“ „გაგრას“ შეხვდება, ხოლო საჩხერის „ჩიხურა“ გადარჩენისთვის წყალტუბოს „სამგურალს“ გაეჯიბრება.
„დინამო თბილისი“ – „მერანი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ქავთარაძე (25, პენ), 2:0 გაბედავა (42), 3:0 გაბედავა (77)
„დინამო ბათუმი“ – „ჩიხურა“ 0:0 (0:0)
„თელავი“ – „ტორპედო“ 1:1
„საბურთალო“ – „სამტრედია“ 2:1