სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ონლაინ-პირველობამ სწრაფ ჭადრაკში. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’ ვიცე-პრეზიდენტის აკაკი იაშვილის პატრონაჟით ტარდება.
ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ქვეყნის ჩემპიონატი გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულები კონტინენტების პირველობებზე ასპარეზობენ. ხოლო, კონტინენტის ჩემპიონატებიდან საუკეთესოები კი დასკვნით ეტაპზე - მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
შეჯიბრი შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში:10;12;14;16;18 წლამდე, გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტარდება. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 10 წუთი, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
ევროპის ჩემპიონატზე 46 ქვეყნის 570 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს 18 წარმომადგენელი.
3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ:
ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე. 2,5 ქულით ლიდერთა შორის იმყოფება მარიამ გვათუა.
ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები
U10
ანდრია კვირიაშვილი - 2 ქულა;
გაბრიელ გაბადაძე - 1 ქულა;
დათა ყალაბეგაშვილი - 2 ქულა;
დავით თათვიძე - 2 ქულა;
კესარია მგელაძე - 1,5 ქულა;
U12
ლუკა კილაძე - 2 ქულა;
დავით ნემსაძე - 2 ქულა;
ანასტასია კირთაძე - 3 ქულა;
მარიამ გვათუა - 2,5 ქულა;
U14
ვასიკო შაპოვალოვი - 0,5 ქულა;
ლიზი ქონიაძე - 0,5 ქულა;
U16
ნიკოლოზ კაჭარავა - 3 ქულა;
აკაკი ყალიჩავა - 1,5 ქულა;
ნია დონღვანი - 1,5 ქულა;
დიანა ლომაია - 2 ქულა;
ელენე წოწონავა - 2 ქულა;
U18
ნიკოლოზ პეტრიაშვილი - 2 ქულა;
ეკატერინე ფიფია - 1,5 ქულა.~
gcf.org.ge